saqarTvelos myinvarebi - lasxendaris myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°09`03` ჩ. გ. 42°53`37` ა. გ.
სიგრძე 2.1 კმ
ფართობი 1.4 კმ²

 

ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში, ტვიბერის მყინვარის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 2,1 კმ, ფართობი 1,4 კმ², საზრდოობს მწვერვალ ბაშილთაუსა და ლასხედარის უღელტეხილის სამხრეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით და ზვავებით. ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია მორენული მასალით.